მთავარისიახლეებიმსოფლიოგერმანელი ტერორისტი ქართველის მიერ შექმნილი სისტემის გამოყენებით დააკავეს - Bild

გერმანელი ტერორისტი ქართველის მიერ შექმნილი სისტემის გამოყენებით დააკავეს – Bild

Published on

გერმანული მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაცია RAF-ს წევრი დენიელა კლეტე მართლმსაჯულებას 30 წლის განმავლობაში ემალებოდა. ფედერალურმა ხელისუფლებამ მის შესახებ ინფორმაციის მიწოდებისთვის ჯილდოს სახით 150 000 ევროც დააწესა.

↘️ მრავალწლიანი ძებნის შემდეგ მისი ვინაობის და ადგილმდებარეობის დადგენა მხოლოდ გიორგი გობრონიძის მიერ შექმნილი, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით მოხერხდა.

↘️ კლეტე რამდენიმე დღის წინ ბერლინში, პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დააკავა. მას ბრალად ედება ექვს შეიარაღებულ ძარცვაში მონაწილეობა, რომლის შედეგად მილიონობით ევრო მოიპარეს, ასევე მინიმუმ ერთი მკვლელობის მცდელობა. სავარაუდოდ, დანაშაულები ჩადენილია 1999-დან 2016 წლამდე, მანამდე კლეტე ოფიციალურად ირიცხებოდა მემარცხენე ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში.

↘️ ბოლო პერიოდში დანიელა კლეტე ცხოვრობდა სებასტიანშტრასეს 73-ში, მეხუთე სართულზე, გამოგონილი სახელით “კლაუდია ივონე“ და იტალიური პასპორტით. ამავე სახელით შექმნილი ჰქონდა Facebook-ის ანგარიშიც.

დანიელა კლეტეს დაკავებისა და ამ საქმეში ქართველი გიორგი გობრონიძის წვლილის შესახებ გამოცემა Bild წერს.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...