მთავარისიახლეებიერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, 13...

ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, 13 წლისაა, მთელი პოლიცია იცნობს – გომელაური

Published on

“14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი ალბათ უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და ასე შემდეგ 13 წლის არის, ყველა იცნობს, მთელი პოლიცია, მეც ვიცნობ ამ ბავშვს უკვე ისეა. მოვიყვანთ, მოვა დედა, დაწერს განცხადებას, ბოდიში, ტირილი რაღაც, ვუშვებთ ამ ბავშვს, ვერაფერს ვერ ვუზამთ.

ვმუშაობთ, იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან, განათლებასთან ერთად, რომ ის მოდელი, რაზეც ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნება, როგორც ბავშვთა სახლშია, რომ მიიყვან და მეორე დღეს ისევ ქუჩაში დგას და რაღაცას აფუჭებს, იქიდან უკვე, მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნება, იქნება არა “ციხე”, არამედ სახლის პირობები იქნება, სკოლა, რამდენიმე ბავშვი იქნება, მასწავლებლები, აღმზრდელები, განათლება, სპორტი… 3-თვიანია, 6-თვიანია, წლიანიც არის, მაგალითად გერმანიაში, საფრანგეთში, ამ მოდელზე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იუსტიციის სამინისტრო და ჩვენ. სხვა გამოსავალი, 14 წლამდე ბავშვების, მე სხვა გამოსავალი, ვერ ვნახეთ სიმართლე გითხრათ, ძალიან რთულია”.

ამბობს შს მინისტრი არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...