მთავარისიახლეებიმსოფლიობელგოროდსა და კურსკში მოქმედ დივერსანტებს შორის ქართველებიც არიან

ბელგოროდსა და კურსკში მოქმედ დივერსანტებს შორის ქართველებიც არიან

Published on

რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი დივერსიული ჯგუფების შემადგენლობა გაიზარდა, იქ უკვე ქართველებიც იბრძვიან:

↘️ ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების შემადგენლობა გაიზარდა და მასში არამარტო რუსეთის, უკვე სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც მონაწილეობენ.

↘️ უფრო კონკრეტულად, ამ დროისთვის ბელგროდისა და კურსკის ოლქებში მოქმედებენ რუსეთის მოხალისეთა კორპუსის, ლეგიონ “თავისუფალი რუსეთის”, ციმბირის ბატალიონის. იჩქერიის ბატალიონის, რუმინული სადაზვერვო ჯგუფ “გეტიკის”, უცხოეთის ლეგიონისა და ქართული ლეგიონის მებრძოლები. ამასთან, “გეტიკა” იტყობინება, რომ რუსი სამხედროების წინააღმდეგ შეტაკებებში ტანკები და ჯავშანტექნიკაც მონაწილეობს.

↘️ ამ დროისთვის ცნობილია, რომ ბელგოროდის ოლქი ფრონტისპირა ზონად გამოცხადდა. ცხელ და მოსალოდნელ ცხელ წერტილებში განთავსებულია როსგვარდიის ბლოკპოსტები, ჩაყენებულია ასევე მესაზღვრეები. გამოცხადებულია უმაღლესი დონის მზადყოფნა, ზოგ დასახლებულ პუნქტებში შესვლა მკაცრად შეზღუდულია.

ბელგოროდის საჯარო სკოლებში ვადამდელი არდადეგები გამოაცხადეს. მანამდე ქალაქიდან 9.000-მდე ბავშვია ევაკუირებული.

სიახლეები

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...

“ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს”

2026 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 6 წევრის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი, რომელიც...