მთავარისიახლეებისაქართველოზე შეყვარებული რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი გარდაიცვალა

საქართველოზე შეყვარებული რუსი სპორტული ჟურნალისტი ვასილი უტკინი გარდაიცვალა

Published on

გარდაიცვალა რუსი სპორტული ჟურნალისტი, კომენტატორი, საქართველოზე, თბილისის “დინამოზე” და დავით ყიფიანზე უსაზღვროდ შეყვარებული ვასილი უტკინი.

2004-2005 წლებში ვასილი უტკინი ზედიზედ ორჯერ დაასახელეს საუკეთესო კომენტატორად. ის ასევე ფლობდა სამოყვარულო საფეხბურთო კლუბ „ეგრისს“. სახელი შემთხვევით არ შეურჩევია – ვასილი უტკინი საქართველოსადმი სიმპათიას არასდროს მალავდა.

“როცა თბილისის დინამომ, რომელიც თამაშობდა, როგორც “ბარსელონა”, თასების მფლობელთა თასი აიღო, დიდმა კომენტატორმა კოტე მახარაძემ თქვა ფრაზა: “წარმომიდგენია, რა ხდება ახლა თბილისში!”, ასე რომ, ადვილად წარმოსადგენია, რა ხდება ახლა ბარსელონაში”, – ეს სიტყვები უტკინმა ჩემპიონთა თასის 2010-11 წლების ფინალის შემდეგ თქვა, სწორედ იმ წუთებში, როცა მას ასეულობით ათასი მაყურებელი უსმენდა და როცა “უემბლიზე” “ბარსელონამ” ჩემპიონთა თასი აღმართა. 

სიახლეები

3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 3 იანვრამდე შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. "ქ. თბილისში...

კაცს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა – ტრაგედია მარნეულში, გზის გაყვანის დროს

კაცს მარნეულში მძიმე ტექნიკით გზა გაჰყავდა, რა დროსაც მოქალაქეს რკინის მილი დაეცა და დაიღუპა...

უამინდობის გამო, იმერეთისა და სამეგრელოს სოფლების უმეტესობას დენი შეფერხებით მიეწოდება

"უამინდობამ დასავლეთ საქართველოში ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრად გამოიყვანა ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი...

“ჩქაროსნული” მატარებლებით მგზავრობის ეპიზოდები, რომელთა დატოვებასაც 2025-ში ისურვებდით

როცა ვაგონები გრაგანებენ გამალებით, მიქრიან და იცი, სად მიჰყავხარ მატარებლის ლიანდაგს, უკვე ძალიან კარგი...