მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან... - ანა ბუჩუკური

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან… – ანა ბუჩუკური

Published on

პოლიტიკური განცხადებები სესიაზე – ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობს.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან, გაჭირვებისგან, პედოფილებისგან, ადრეულ ასაკში ქორწინებისგან, უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან, გაუნათლებლობისგან”:

საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან შიმშილისგან. ქვეყანაში ვეჯახებით მდგომარეობას, რასაც ბავშვთა მალნუტრიცია ჰქვია. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება საკვების დეფიციტის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ბავშვი ვერ იღებს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას. ამ მდგომარეობას ხშირად „ფარულ შიმშილს“ უწოდებენ. ხოლო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, კვებითი დეფიციტი იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და ხშირად იწვევს კოგნიტიური განვითარების შეფერხებას (დაბალ მიღწევებს სკოლაში და ინტელექტუალური შესაძლებლობების შემცირებას). ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ასეთ მდგომარეობაში ბავშვი უბრალოდ ვერ ვითარდება. 2022 წელს უნდა დაწყებულიყო საჯარო სკოლებში ე.წ. სასკოლო კვება. თუმცა ხელისუფლებამ ეს არჩევნებისთვის გადადო. იმედია, ახლა მაინც გააკეთებთ, თქვენი ინტერესია! მაგრამ უნდა გაკეთდეს ხარისხიანად, როგორც იყო დაგეგმილი და არა მორიგი კორუფციული სქემებით – რამდენიმე ადამიანის ჯიბის გასავსებად. ბავშვებზე ლაპარაკი! საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაჭირვებისგან. ჯანდაცვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში საარსებო შემწეობას იღებს 175 585 ბავშვი. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან პედოფილებისგან. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან ადრეულ ასაკში ქორწინებისგან. სახალხო დამცველის ბოლო გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „2022 წელს 815 არასრულწლოვანი ორსული დარეგისტრირდა, ხოლო არასრულწლოვანთა მშობიარობის რიცხვი 434-ს აღწევს.“ საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან უდედოდ და უმამოდ გაზრდისგან. წარმოუდგენელია იმ ბავშვების დათვლა, რომელთა მშობლები, ხშირ შემთხვევაში – დედები, სოციალური და ეკონომიკური სირთულეების გამო მოშორებულები არიან საკუთარ შვილებს, ოჯახებს, სამშობლოს და ევროპასა და ამერიკაში არიან იძულებით სამუშაოდ გადასახლებულები. საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან გაუნათლებლობისგან. OECD-ის მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 81 ქვეყნის მონაცემებს აერთიანებს, საქართველო OECD-ის საშუალო მაჩვენებლებს მის სამივე ნაწილში ჩამორჩება. ამავე კვლევის მიხედვით კი, წაკითხულის გააზრების მხრივ ქართველი მოსწავლეების მაჩვენებელი გაუარესდა. ასე, რომ დიახ, სამწუხაროდ – საქართველოში ბავშვები დასაცავები არიან! მაგრამ ხელისუფლებას ეს ბავშვები, ისიც დროებით, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდება რატომღაც. ამას არ ჰქვია ბავშვებზე ზრუნვა. ეს მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების და პირადი კეთილდღეობის გახანგრძლივების მცდელობებია. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას – რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს საჯარო სკოლებში ბავშვთა კვების უზრუნველყოფა და ნუ დაელოდებით არჩევნებს! შიმშილობენ ეს ბავშვები!“- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

სიახლეები

„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება

რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...

დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე

,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს

რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...

აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...