მთავარისიახლეებინავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

ნავალნის სიკვდილის გამო, EU-ს მინისტრები 30-მდე პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

Published on

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის სიკვდილის გამო, 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.

კონკრეტულად ვინ მოხვდება სანქცირებულთა სიაში, უცნობია. თუმცა, როგორც EU-ს უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, სანქციები მათ შეეხება, ვინც ნავალნის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.

“მე არ ვამბობ, რომ იყო ერთსულოვნება, მაგრამ იყო ძლიერი კონსენსუსი ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად”, – თქვა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, ჯოზეფ ბორელმა.

მინისტრებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა და ვლადიმერ პუტინი მეხუთე ვადით გახდა პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის დასაწყისიდან პატიმრობაში იმყოფებოდა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ ის კოლონიაში გარდაიცვალა. რამდენიმე დღე ოჯახს ცხედრის ნახვის საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ კი, ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, 1-ელ მარტს დაკრძალეს. ამ დღეს რუსეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...