მთავარისიახლეებიმსოფლიორუსეთის ცესკო ამტკიცებს, რომ ვლ. პუტინმა ხმების 87,2% მიიღო

რუსეთის ცესკო ამტკიცებს, რომ ვლ. პუტინმა ხმების 87,2% მიიღო

Published on

რუსეთის ცესკოს ცნობით, უკვე დათვლილია საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 99,7%-ზე მეტი და საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა ხმების 87,2% მიიღო.

მის სასარგებლოდ ხმა მისცა 76 მილიონმა ამომრჩეველმა, რაც, კომისიის განცხადებით, “უპრეცენდენტო მაჩვენებელია”.

პრეზიდენტობის კანდიდატებიდან მეორე ადგილზე კომუნისტი ნიკოლაი ხარიტონოვი გავიდა, რომელმაც ხმების 4,3% მიიღო, მას მოსდევს ვიაჩესლავ დავანკოვი (“ახალი ხალხი”) -3,8%-ით, ხოლო ბოლო ადგილზე გავიდა ვლ. ჟირინოვსკის “მემკვიდრე” ლეონიდ სლუცკი, რომელმაც ხმების 3,2% მიიღო. ოფიციალური და საბოლოო მონაცემები 21 მარტს გამოქვეყნდება.

რუსეთის ცესკოს მიხედვით, არჩევნებზე გამოცხადების მაჩვენებელი 77,4% იყო, ხოლო სულ არჩევნებში მონაწილეობა 87,1 მილიონმა მოქალაქემ მიიღო.

რამდენიმე უბანში ვლ. პუტინი მეორე ადგილზე გავიდა. მაგალითად, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტში გახსნილ საარჩევნო უბანზე დავანკოვმა ხმების 42,5% მოაგროვა, ხოლო მეორე ადგილზე გასულ პუტინს ხმების 40,7% ჰქონდა.

სიახლეები

ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ომის დასრულება სურს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შესახებ „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი...

ვისაც გვჯერა ევროპული საქართველოსი და არა რუსულ ჩექმის ქვეშ გატრუნულისა, დღეს ყველა ვიქნებით ევროპის მოედანზე! – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღევანდელ, 9 მაისის მარშს სოციალურ ქსელში ეხმიანება: ვისაც გვჯერა ევროპული...

დონალდ ტრამპმა ერდოღანს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საქმეში შუამავლობა სთხოვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას რუსეთსა და...