მთავარისიახლეები"ვლადიმერ პუტინი ბანდიტია" -ბაიდენი

“ვლადიმერ პუტინი ბანდიტია” -ბაიდენი

Published on

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ირლანდიის პრემიერ-მინისტრ ლეო ვარადკართან და წარმომადგენელთა პალატის სპიკერ მაიკ ჯონსონთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “ბანდიტი” უწოდა.

ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მან კონგრესმენებს მოუწოდა, რომ პუტინს დაუპირისპირდნენ, რადგან ის ბანდიტია.

“ძალიან მადლობელი ვარ ირლანდიის ურყევი ჰუმანიტარული დახმარებისთვის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ღაზის სექტორისთვის. ვალდებული ვარ გავაგრძელო ჩვენს ნაწილში პასუხისმგებლობის შესრულება. დარწმუნებული ვარ, ამერიკელი კონგრესმენების უმეტესობას სურს უკრაინის დახმარებაში წვლილი შეიტანოს. მათი აბსოლუტური უმრავლესობა მზადაა შეასრულოს თავისი ნაწილი და გააგრძელოს ამ ოთახში ყველა წევრის მოწოდება, იმოქმედონ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგ. ის ბანდიტია,” – თქვა ბაიდენმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...