მთავარისიახლეებიგატაცება მექსიკის საზღვართან -მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

გატაცება მექსიკის საზღვართან -მექსიკურმა ნარკოკარტელმა 30-მდე ქართველი მძევლად აიყვანა

Published on

მასშტაბური გატაცება მექსიკის საზღვართან – ცნობილი ხდება, რომ უკვე სამი დღეა 30-მდე ქართველი მექსიკურ ნარკოკარტელს ჰყავს დაკავებული. არსებული ინფორმაციით, მძევლებს შორის ქალებიც არიან,თუმცა უცნობია გატაცებულებს შორის არიან თუ არა ბავშვები.

არსებული ინფორმაციით, გამტაცებლები მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 90 000 დოლარს ითხოვენ. ტყვეობაში მყოფი მოქალაქეები ოჯახის წევრებთან კრიმინალური დაჯგუფების სისასტიკეზე მოკლეტექსტური შეტყობინებებით საუბრობენ.

“ტყვეობაში ვარ, ნარკოკარტელებთან, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ. გაგვიტაცეს და ფულს ითხოვენ. რაღაც დაჯგუფებაა. 30 კაცი ვართ და 90 ათასს ითხოვენ…შეიძლება ცოტა ხანში [ტელეფონი] ისევ წაგვართვან, ძმაო, რაღაც სარდაფში ვართ 120 კაცი დამწყვდეული. ველოდებით გაყვანას…იარაღი დამადეს და მეორე დანის კონდახს მირტყამდა იმის გამო, რომ 2 ესპანური სიტყვა ვიცოდი. ყვიროდნენ და მირტყამდნენ. არ ვიცი რატომ.” წერს ერთ-ერთი გატაცებული მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

გატაცებულების ახლობლები დახმარებას ითხოვენ. მასშტაბური გატაცების შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან მექსიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...