მთავარისიახლეებიდაზიანდა სახლები, მანქანები, მიმდებარე ბინებში ჩაიმსხვრა ფანჯრები - კორპუსში, სადაც აფეთქებას ნგრევა...

დაზიანდა სახლები, მანქანები, მიმდებარე ბინებში ჩაიმსხვრა ფანჯრები – კორპუსში, სადაც აფეთქებას ნგრევა მოჰყვა, 93 ოჯახი ცხოვრობს

Published on

დიდუბის რაიონში, სამტრედიის ქუჩა #2-ში, კორპუსში, სადაც დილით აფეთქება მოხდა ექსპერტ-კრიმინალისტები და საგანგებო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ. აფეთქება, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია პირველ სართულზე მდებარე კომერციულ ფართში, სადაც სილამაზის სალონი იყო გახსნილი. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

დაზიანდა რამდენიმე სართული, ასევე კორპუსის სხვა სადარბაზოების ბინებში ფანჯრები ჩაიმსხვრა, ნამსხვრევებმა დააზიანა კორპუსთან გაჩერებული მანქანებიც.

კორპუსში მცხოვრები 93 ოჯახი სასტუმროებში გადაიყვანეს. უცნობია იყო თუ არა კორპუსში უსაფრთხოების ნორმები დაცული.

“მიმდინარეობს გამოძიება, მუშაობენ ექსპერტები, რაიმე წინასწარი განცხადებისგან თავს შევიკავებ, სანამ გამოძიება არ იქნება დასრულებული”, – თქვა დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...