მთავარისიახლეებისაზოგადოებაზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ინარჩუნებს - პაპუაშვილი

ზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ინარჩუნებს – პაპუაშვილი

Published on

შალვა პაპუაშვილის მორიგი იერიში პრეზიდენტზე – პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობის” წყალობით ინარჩუნებს.

პაპუაშვილი საუბრობს პრეზიდენტის მიმართ ზეწოლაზე და ამბობს, რომ ეს არა ზეწოლა, არამედ შეთანხმებული თამაშია.

„სინამდვილეში, ეს ზეწოლა არ არის, ეს არის ერთიანი თამაში. სალომე ზურაბიშვილი თავის თანამდებობას ინარჩუნებს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის” წყალობით. ვფიქრობ, რომ ისინი ამზადებენ ნიადაგს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოხდეს. ამაზე მიგვანიშნებს, როგორც “ნაცმოძრაობის” განცხადებები, ასევე ზოგიერთი უცხოელი აქტორის განცხადება. მათ შორის, ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუცია, რომ მზადდება ნიადაგი – ქართველ ხალხს ამ შეწყალების სახით კიდევ ერთი ფარსი დაუდგან და საერთო ჯამში კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი შემოიტანონ პოლიტიკის რადიკალიზაციაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სიახლეები

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...

რუსეთის პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ზედამხედველობის უწყების პრესსამსახურის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ ელენე ხოშტარიას პარტია დროა "მკვეთრად გამოხატული რუსოფობიური...

კობახიძე ჰერჩინსკიზე – ტრაგიკული პიროვნებაა

ბატონი ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება. ეს შემიძლია კიდევ ერთხელ გითხრათ. იმაზე ტრაგიკულიც კი, ვიდრე...

მსჯავრდებული ორსულ მეუღლეს დაუკავშირდა და ციხეში ნარკოტიკული საშუალებების შეტანა დააორგანიზა – 4 პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და სპეციალური...