მთავარისიახლეებიპოლიტიკა"საკუთარ საქმეებს მიხედეთ!" - ნიკა გვარამია ოპოზიციაში მყოფ "მარცხების კოლექციონერებს"

“საკუთარ საქმეებს მიხედეთ!” – ნიკა გვარამია ოპოზიციაში მყოფ “მარცხების კოლექციონერებს”

Published on

პარტია “ახალის” ლიდერი ნიკა გვარამია ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკოსების ნაწილს ‘მარცხების კოლექციონერებს” უწოდებს და ურჩევს, თავიანთ საქმეებს მიხედონ. 

“ეკა კვესიტაძის აქცენტებში” ნიკა მელიასთან ერთად სტუმრობისას ნიკა გვარამიამ განაცხადა:

“ადამიანების უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არის პოზიციაში და არის მარცხების კოლექციონერი, უბრალოდ, არ პასუხობს თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს. არც საქართველოს ამომრჩეველს”;

“მეგობრებო! მე მინდა ახლა ყველას მივმართო: საკუთარ საქმეს მიხედეთ!…”, – თქვა ნიკა გვარამიამ. 

ამავე გადაცემაში “ახლების” ერთ-ერთი დამფუძნებელი, ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ენმ-დან გასული პირები დადიან სხვადასხვა მხარდამჭერებთან ოჯახებში, მიხეილ სააკაშვილის მაისურებით და მათ ატყუებენ:

“არ ვიცი, თუ უყურებს, მან იცის პირველ რიგში: ათი წელიწადი მანდ ვიყავი და მაშინ არ ჩამიცვამს მიხეილ სააკაშვილის მაისური, ახლა რატომ ჩავიცვამდი, ხომ არ გავგიჟდებოდი?”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...