მთავარისიახლეებიიანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები - ხოშტარია

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის პრობლემები, წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები – ხოშტარია

Published on

“მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული.

იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები, რომელიც არ მაძლევდა საშუალებას საჯაროდ და აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. რეალურად, ყველა მნიშვნელოვან პროცესში ჩართული ვარ ზურასთან და ჩვენ ძვირფას გუნდთან ერთად, ყველა გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ და ერთად ვგეგმავთ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ.

წესით, მალე საჯაროდაც დავბრუნდები. იმაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, როგორ განვიცდი, რომ ჯანმრთელობამ ასეთ მნიშვნელოვან დროს მიმტყუნა. თუმცა, იმას კი ხაზგასმით ვიტყვი, რომ ცვლილებებისთვის ბრძოლის შემართება არა თუ არ შემცვლია, გაძლიერებულიც მაქვს იძულებითი შვებულების ფონზე.

ზოგს კი მოკლედ ვეტყვი, ნახევრად ხუმრობით: ‘ვერ მოგართვით’.

წერს “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...