მთავარისიახლეებიაშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა - უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო...

აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა – უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო

Published on

შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. “რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, უარის მიზეზის დასადგენად საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ს საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის მუხლს დაეყრდნო.

მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ს ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს.

დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა.

სიახლეები

შსს-მ ირანის მოქალაქე ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანის ბრალდებით აეროპორტში დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 2003 წელს დაბადებული ს.ა. დიდი ოდენობით...

უკრაინას აღარც მშვიდობა შეუძლია და აღარც ომი – პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ივანიშვილის გუნდს ევრკავშირის და ბრეიუსელის მხრიდან წნეხისთვის რომ არ გაეძლო, დღეს...

პროტესტის ახალი ტალღა განათლების რეფორმის წინააღმდეგ

“ხელისუფლება საუნივერსიტეტო სწავლებას ანგრევს“ - “ოცნების“ დაანონსებული განათლების რეფორმის წინააღმდეგ, პროტესტის ახალი ტალღა იწყება. აკადემიურ...

პაპუაშვილი- NGO კულტურა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც კი დასავლეთმა შექმნა

ჩვენ წლების განმავლობაში თავს გვახვევდნენ და ცდილობდნენ წარმოეჩინათ ისე, რომ NGO-ები, რომლებიც მათივე შექმნილი...