მთავარისიახლეებისაზოგადოებათუ ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გაათავისუფლოს სააკაშვილი -...

თუ ზურაბიშვილს მართლა სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გაათავისუფლოს სააკაშვილი – ბეჟაშვილი

Published on

„სალომე ზურაბიშვილზე უნდა გაგრძელდეს ზეწოლა. თუ მას მართლა სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი, რადგან მისი პოლიტიკური პატიმრობა ამის მთავარი წინაღობაა.“ – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა ძალა მობილიზებულ იქნეს იმისთვის, რომ საქართველო და მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს.

დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს. ის უსამართლობის განცდა, რომელიც საზოგადოებაში არის და ეს მუხტის სახით გროვდება, ბუნებრივია ითხოვს შესაბამის რეაგირებას, მოქმედებებს და ეს მოქმედებები გამოხატული უნდა იყოს საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაში და მათი განცხადებები და რეზოლუციები ყოველ ჯერზე უფრო მკაცრი და მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, უნდა გაგრძელდეს ზეწოლა საქართველოს პრეზიდენტზე, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და გაითვალისწინოს ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციები. თუ საქართველოს უნდა ევროკავშირის წევრობა, მთავარი წინაღობა ამ საკითხში სწორედ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ყველა ძალა მობილიზებულ იქნეს იმისთვის, რომ საქართველოს და მიხეილ სააკაშვილს მოვუპოვოთ თავისუფლება.“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დასავლეთის ვექტორი და ukraina.ge -მ, “საქართველო-გზა ევროპისკენ “ პროექტის ფარგლებში ღონისძიება ჩაატარეს, რომლის პირველი კონფერენციაც მიეძღვნა პოლიტიკურ რეპრესიებსა და პოლიტპატიმრების პრობლემას საქართველოში;

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...