მთავარისიახლეებისიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამათი პრინციპია - ყველაფერი ოლიგარქისთვისა და...

სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამათი პრინციპია – ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის- საკაშვილი

Published on

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია” – წერს მიხეილ სააკაშვილი გავრცელებულ განცხადებაში და სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება:

სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც – წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს.

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო “ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი “ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია”. იგივე სამედიცინო სფეროში, რომელიც ქართველებისთვის ტრადიციულად ძალიან პრესტიჟული იყო, ჩვენ გვყავდა ბევრი სახელოვანი ექიმი. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ჩემი ბაბუა მიშა სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორია. დღეს კი ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 75% უცხოელები არიან და ასეა ყველა სფეროში.

“გამარჯვების კოალიცია” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს. ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ შემცირებას, ხელფასების მომატებას, ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას, აქ მყოფი ხალხის დასაქმებასა და წასულების დაბრუნებას. მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა, ასე რომ, შევძლებ ხელახლა.” აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სიახლეები

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...