მთავარისიახლეებიკონფლიქტებირუსი პარტიზანები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ტანკებით შევიდნენ - ფოტო-ვიდეომასალა

რუსი პარტიზანები ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში ტანკებით შევიდნენ – ფოტო-ვიდეომასალა

Published on

პროუკრაინულმა შენაერთებმა: ლეგიონმა «Свобода России», რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა და “ციმბირული ბატალიონმა”, ტანკებით გადალახეს უკრაინა-რუსეთის საზღვარი და კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში შევიდნენ.

საზღვარზე მიმდინარე შეტაკებების შემდეგ ამ შენაერთებმა დასახლებული პუნქტი ლოზოვაია რუდკა აიღეს.

რუსეთის უკეთესი მომავლისთვის მებრძოლმა პარტიზანებმა ვიდეოც გამოაქვეყნეს, სადაც ტანკებით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის მომენტია გადაღებული.
“რუბიკონი გადალახულია!”, – წერენ ისინი.

საზღვართან მიმდინარე შეტაკებების შესახებ იტყობინებიან რუსი პროპაგანდისტებიც. მაგალითად, სემიონ პეგოვი წერს, რომ საზღვართან შემჩნეული არიან შეიარაღებული პირები პიკაპით და შემჩნეულია ასევე ტანკები. შეტაკებები გრძელდება. 

ამ ფაქტთან დაკავშირებული ყველა ფოტო-ვიდეომასალა, ასევე ოპერატიული, განახლებადი ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ტელე-რადიოკომპანია “ოდიშის” ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...