მთავარისიახლეებიმოწოდებები, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, არასწორია - "ოცნების"...

მოწოდებები, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, არასწორია – “ოცნების” პასუხი არახამიას

Published on

ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას “ქართული ოცნებაში” პასუხობენ. მისი კომენტარი მოჰყვა მთავრობის მოწოდებას, რომ უკრაინასთან ურთიერთობების მოსაწესრიგებლად აუცილებელია საქართველოს გადმოსცენ “დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ”.

საპასუხოდ, არახამიამ “ურთიერთობის ნორმალიზების” სამი პირობა დაასახელა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ არასწორი და გაუგებარია მოწოდებები მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ აუცილებელია ყოფილი მაღალჩინოსნები საქართველოს გადმოსცენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გაავრცელა პარლამენტის თავმჯდომარესმაც, რომელიც თავს ესხმის ევროპელ პარტნიორებს.

“ორი წელი გვატყუებდნენ საზოგადოებას, ჩვენ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ ცდილობდნენ, საზოგადოება მოეტყუებინათ, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მომაკვდავ მდგომარეობაში, შეიძლებოდა ნებისმიერ დღეს დამდგარიყო ფატალური შედეგი. ეს იყო ყალბი კამპანია, რასაც ჩვენ ვუყურებდით მთელი ორი წლის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, დამტკიცდა, რომ ეს ყველაფერი იყო სრული სიცრუე, სიყალბე. ამ ფონზე, როდესაც კიდევ ერთხელ კეთდება განცხადებები, მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ასე შემდეგ, ეს არის რბილად რომ ვთქვათ არასწორი, გაუგებარი. მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. შესაძლოა, მქონდეს ჩემი შეხედულებები კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც, მაგალითად, რუსულ ენაზე მიმართავდნენ ქართულ საზოგადოებას ორი წლის წინ, მაგრამ არ მინდა ასეთ ადამიანებთან პოლემიკაში შესვლა”, – თქვა კობახიძემ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა ყოფილი მაღალჩინოსნების გადმოცემის მოთხოვნა ფარისევლობაა, რადგან “ოცნება” უკვე 12 წელია ხელისუფლებაშია და ამ საკითხთან დაკავშირებით რამის გაკეთება თუ შეეძლოთ, აქამდე უნდა ემუშავათ.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...