მთავარისიახლეებიგელათში, ღვთისმშობლის მოზაიკაზე ამ ეტაპზე ნებისმიერი სამუშაოს დაწყება გამორიცხულია -უცხოელი ექსპერტების პირველადი...

გელათში, ღვთისმშობლის მოზაიკაზე ამ ეტაპზე ნებისმიერი სამუშაოს დაწყება გამორიცხულია -უცხოელი ექსპერტების პირველადი დასკვნა

Published on

გელათის უნიკალურ ღვთისმშობლის მოზაიკაზე, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია, ამ ეტაპზე ნებისმიერი სამუშაოს დაწყება გამორიცხულია – უცხოელი სპეციალისტების რეკომენდაციით, მოზაიკაზე მხოლოდ დაკვირვება უნდა გაგრძელდეს და ამის შემდეგ გადაწყდეს, შესაძლებელი იქნება თუ არა მასზე სამუშაოების დაწყება და როგორ.

რაც შეეხება ფრესკებს. მოწვეული სპეციალისტების რეკომენდაციით 21 კრიტიკულ კერაზე დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკონსერვაციო სამუშაოები.

“გელათი არის ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რაზეც კი მიმუშავია. ის მსოფლიოში გამორჩეულია მისი სიდიადით. ახლა მიმდინარეობს კედლის მხატვრობის დიაგნოსტიკის სამუშაოები. რადგან ჯერ დიაგნოსტირების პროცესი მიმდინარეობს, ვერ გაკეთდება ნაადრევი განცხადებები, თუ დაზიანებული მხატვრობის რა ნაწილის შენარჩუნება იქნება შესაძლებელი. ერთი შეხედვით მოზაიკის დაზიანების მასშტაბები უფრო ნაკლებია, ვიდრე კედლის მხატვრობის” – ამბობს გერჰარდ ვოლფი გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მდივანი.

“გელათის მოზაიკა თავის თავზე თვითონ საუბრობს. ის არის უმნიშვნელოვანესი მოზაიკა. მას სჭირდება რესტავრაცია. გვაქვს დანაკარგები ქვემოთ, მდგომარეობა შედარებით ოპტიმისტურია, მაგრამ საჭიროებს გამოსწორებას. ვერ გეტყვით როდის დავიწყებთ მოზაიკის რესტავრაციას. მას სჭირდება დრო დაკვირვებისთვის, აქ სიჩქარე დაუშვებელია. მინიმუმ ერთი წელი გვჭირდება მონიტორინგისა და შესწავლისთვის”. – ამბობს კიდევ ერთი უცხოელი ექსპერტი.

გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი სპეციალისტები რამდენიმე დღეა გელათის მონასტერში არსებულ უმძიმეს სურათს სწავლობენ. ირკვევა ისიც, რომ დროებითი გადახურვა თავის ფუნქციას ვერ ასრულებს, სამონასტრო კომპლექსში წყალი ისევ ჩადის, რის გამოც, დროებითი გადახურვას თავზე დამატებითი გადახურვა უნდა დაადგან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...