არავის არ გადმოგცემთ – ოლექსანდრ გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს

0
96
უკრაინელი პოლიტიკოსი ოლექსანდრ გონჩარენკო საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნას პასუხობს ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციაზე და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არავის გადასცემენ მანამ, სანამ “ქვეყანას მართავენ ადამიანები, რომლებიც რუსულ თამაშს თამაშობენ”:
რა თქვა გონჩარენკომ:
“პასუხი საქართველოს ხელისუფლებას, მე ვარ ალეკო გონჩარენკო მე იქ კარგად მიცნობენ. მე ვარ ალეკო გონჩარენკო ოდესიდან. გამარჯობა, მე მინდა გიპასუხოთ.
საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ყველაფერი მარტივადაა – საჭიროა, რომ ქართველმა ხალხმა, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, საბოლოოდ მოიშოროს ხალხი, ვინც რუსეთთან ფლირტშია, რადგან საქართველო რუსეთისგან უკრაინაზე არანაკლებ დაზარალებულია, ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ჩვენ ერთად უნდა გავანადგუროთ ეს იმპერია.
არ გვჭირდება ვინმეს ვთხოვოთ ომში ჩართვა, მათ ეს თემად აქვთ ქცეული, რომ უკრაინას საქართველოს ომში ჩართვა უნდა. არავინ ამის გაკეთებას არ აპირებს.
არავის არ გადმოგცემთ იქამდე, ვიდრე ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტიურად რუსეთის თამაშს თამაშობს.
არავის გადმოგცემთ და მითუმეტეს იმ ადამიანებს, რომლებიც დასახელდა, რადგან ისინი საუკეთესო ქართველები არიან, რომლებიც როცა საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, ეს ხალხი ქვეყანაში დაბრუნდება ისევე როგორც ის მოხალისეები, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან.
ბევრი ქართველი იბრძვის და მათ შორის ეს ხალხიც, იმიტომ რომ უყვართ თავისი ქვეყანა განსხვავებით იმათგან, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს”, – აცხადებს გონჩარენკო. 
წინა სტატიასიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამათი პრინციპია – ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის- საკაშვილი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველს მოქმედი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის და დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური