მთავარისიახლეებისაბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური შეიძლება გახდეს

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური შეიძლება გახდეს

Published on

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება სრულად დისტანციური შეიძლება გახდეს – ამის შესახებ ინფორმაცია განათლების მინისტრმა გაასაჯაროვა. როგორც გიორგი ამილახვარი ამბობს, მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც დისტანციური სწავლების რეფორმას ეხება.

ამილახვარი აცხადებს, რომ დასაშვები გახდება არსებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით თეორიული სწავლება ელექტრონულად წარიმართოს. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონული პროგრამის შექმნა.

მინისტრმა თქვა, რომ კანონის მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში – ონლაინ უნივერსიტეტის ცნება და მისი კონცეფციის დამუშავება სამინისტროს დაევალება.

ეს ეხება მხოლოდ უმაღლეს განათლებას, და რიგ შემთხვევაში ასევე პროფესიულ განათლებას. ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, არსებულ საქართველოში გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელი მოქალაქეებისთვის და მესამე მიმართულება ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რომელიც აქამდე მოგეხსენებათ იყო აკრძალული, პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ”, – თქვა ამილახვარმა.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...