მთავარისიახლეებიპოლიტიკამელია და გვარამია გეგმებს რამდენიმე საათში გამოაცხადებენ

მელია და გვარამია გეგმებს რამდენიმე საათში გამოაცხადებენ

Published on

გაერთიანდებიან თუ არა 2024 წლის შემოდგომის არჩევნებისთვის ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პოლიტიკური ძალები, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. “შერატონში” მელია და გვარამია თავიანთ გეგმაზე ისაუბრებენ. 

ნიკა მელია “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყო, მასთან ერთად პარტია დატოვა წევრების გარკვეულმა ნაწილმა. ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას გუნდმა საარჩევნო ნომრად ოთხიანი აირჩია, რომელიც ნიკა მაჭუტაძის პარტიის (პაატა ბურჭულაძის ყოფილი პარტია) ნომერია, თუმცა, მასთან გაერთიანებას უარყოფს. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მან “მთავარის” წილი ცოლს გადაუფორმა მას შემდეგ, რაც თავისი პოლიტიკური გეგმების შესახებ განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის მომავალს ვერ ხედავს და “ახალ” გუნდს წარადგენს. ის ამას პერიოდულად აკეთებდა. 

განსაკუთრებული გამოხმაურება და უარყოფითი კომენტარები მოჰყვა “ახალის” შემადგენლობაში გედევან ფოფხაძის დასახელებას, რომელსაც ნიკა გვარამიამ “მეგობარი” უწოდა. გედევან ფოფხაძე ცნობილია თავისი აგრესიული დამოკიდებულებითა და გამონათქვამებით როგორც ენმ-ის, ასევე ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართაც, მაგალითად, მას ეკუთვნის ფრთიანი პოლიტიკური ფრაზხა: “ბაჩო ახალაია დამნაშავეა თუ არა, მაინც უნდა იჯდეს”.

თავის დროზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ჯერაც არ იყო გადაწყვეტილი, სალომე ზურაბიშვილი გაიმარჯვებდა თუ გრიგოლ ვაშაძე, გედევან ფოფხაძის აგრესიულ პოსტს ნიკა გვარამიაც გამოეხმაურა და ფოფხაძეს ფბ-ზე “ღრმა *ლე” უწოდა. 

სიახლეები

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო. „ეს იყო გარედან...