მთავარისიახლეებიარ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ გავერთიანდეთ, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული -...

არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, გთავაზობთ გავერთიანდეთ, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული – ნიკა გვარამია

Published on

ახალი ოპოზიციური ძალა პოლიტიკაში – ნიკა გვარამიამ და ნიკა მელიამ გაერთიანების შესახებ განაცხადეს. “მთავარი არხის” დამფუძნებელმა თქვა, რომ ნებისაებრ რამის დათმობისთვის თანახმაა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ მისი და ნიკა მელიას ინიციატივა.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მომხრეა დიდი გაერთიანებების და სხვებს არა შემოერთებას, არამედ გაერთიანებას სთავაზობს.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც მხოლოდ წარსულზე ლაპარაკობენ, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადია, რომ ისინი ივლიან მხოლოდ წინ.

“ჩვენი პარტია არის ახალი, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის, ჩვენ შევცვლით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, ვიცით რა ფასი აქვს სამშობლოს მსახურობას, ვიცით როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ ვუპასუხოთ გამოწვევებს, ჩვენ ეს ვიცით, ჩვენ შევცვლით, მაგრამ ჩვენ ასევე ვიცით როგორ ვმართოთ და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ქვეყნის ისტორიას წარმატებული ხელისუფლებით, წარმატებული ნაბიჯებით და ევროინტეგრაციით, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, ეს არის ჩვენი ამოცანა, ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენ ამ მიზანს თქვენთან ერთად მივაღწევთ აუცილებლად”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ მომხრეა დიდი გაერთიანებების და სხვებსაც სთავაზობს არა შემოერთებას, არამედ გაერთიანებას.

“ეს არ არის პარტიის პრეზენტაცია, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ ერთად, დავიწყოთ სიახლით, დავიწყოთ შემდგომი გაერთიანებების სურვილით და მე გულმხურვალე მომხრე ვარ დიდი გაერთიანებების, მე ნებისაებრ რამის დათმობისთვის ვარ თანახმა გამარჯვების სანაცვლოდ, მაგრამ ეს ვერ იქნება მხოლოდ ჩვენი ინიციატივა, ჩვენ არ მოგიწოდებთ არავის, რომ შემოგვიერთდეთ, ჩვენ გთავაზობთ გავერთიანდეთ. მე არ ვარ შემოერთებისტი, მე გააერთიანებისტი ვარ და ამას გთავაზობთ. ჩვენ უნდა დავამარცხოთ პირველ რიგში საკუთარი თავი ჩვენ ამბიციებში, საკუთარი თავის მოწონება მთელ ამ პროცესში და მხოლოდ ამის შემდეგ, გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებას და საქართველოს წაყვანას, როგორც ნიკა ამბობს, წინ მომავლისკენ, არანაირი წარსული, საუბარი მხოლოდ მომავალზე და ჩვენ წარმატებებზე”, – თქვა ნიკა გვარამიამ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...