მთავარისიახლეებიკონფლიქტებივალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ინიშნება

ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად ინიშნება

Published on

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სარდალი ვალერი ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი გახდება – უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წინადადებას მხარი დაუჭირა და მალე ეს ოფიციალურადაც გამოცხადდება. 

შეგასენებთ, ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი იყო რუსეთ-უკრაინის ომის ფართომასშტაბიანი ფაზის დაწყებისთანავე და მის სახელს უკავშირდება როგორც არმიის წარმატებული, ასევე წარუმატებელი მოქმედებები. 

ვალერი ზალუჟნი გენერალ ოლექსანდრ სირსკიმ შეცვალა, რომელმაც, როგორც მოვლენების განვითარება ცხადყოფს, წინამორბედისგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია.

ამასთან, სწორედ სირსკის უკავშირდება უკრაინის არმიის წარმატებული კონტრშეტევა, რა დროსაც უკრაინელებმა ხარკოვის ოლქში მთელი რიგი დასახლებების დეოკუპაცია მოახდინეს და ზოგან უკრაინა-რუსეთის საზღვარზეც გავიდნენ. 

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...