მთავარისიახლეებიბაიდენი- პუტინს ქედს არ მოვუხრი

ბაიდენი- პუტინს ქედს არ მოვუხრი

Published on

ხუთშაბათს ღამით ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კაპიტოლიუმში სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონგრესს, მხარი დაუჭიროს რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარებას.

მან თქვა, რომ თუ შეერთებული შტატები უკან დაიხევს, ეს უკრაინას რისკის წინაშე დააყენებს, ასევე, მისი თქმით, საფრთხის წინაშეა ევროპა და თავისუფალი სამყარო.

ბაიდენმა გააჟღერა მესიჯი რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის:

“ჩვენ ქედს არ მოვიხრით! მე არ მოვიხრი! პირდაპირი გაგებით, ისტორია გვიყურებს”, – თქვა მან.

ბაიდენმა თქვა, რომ კრემლი არ შეჩერდება მხოლოდ უკრაინაზე თავდასხმით. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა გააკრიტიკა ტრამპი რუსეთთან დაკავშირებით მისი ბოლო განცხადებების გამო.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...