მთავარისიახლეები"ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ" - გაეროს ქალთა ორგანიზაციების...

“ათასობით ქალი ემიგრაციაშია, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ” – გაეროს ქალთა ორგანიზაციების განცხადება 8 მარტზე

Published on

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში საუბარია, რომ საქართველოში, აუნაზღაურებელი ზრუნვის საქმეს ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ორგანიზაციები წერენ, რომ ეს ქალებს პროფესიული წარმატების მიღწევისა და საჯარო თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისთვის ნაკლებ დროს უტოვებს.

“ახლა, როდესაც მსოფლიო არაერთი კრიზისის წინაშე დგას, გენდერული თანასწორობის მიღწევა კიდევ უფრო გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. მიუხედავად ბოლო ათწლეულების პროგრესისა, სრული თანასწორობის მიღწევა ისევ შორეული პერსპექტივაა. თუ პროგრესი ამჟამინდელი ტემპით გაგრძელდება, შეიძლება, გლობალურ დონეზე სრული სამართლებრივი თანასწორობის მიღწევას 300 წელი დასჭირდეს. […] ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, ქალთა მაჩვენებელი (41.5%) კაცებისას (64%) მნიშვნელოვნად ჩამორჩება… 25-34 წლის ქალების თითქმის ნახევარი არ მუშაობს, ათასობით ქალი ემიგრაციაში წავიდა, რომ ოჯახები ფულადი გზავნილებით არჩინონ, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დარღვევად რჩება და ქალების ხმა პოლიტიკის შექმნის პროცესსა თუ გადაწყვეტილების მიღების დროს ხშირად არ ისმის”, – წერია განცხადებაში.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....