მთავარისიახლეები"საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს" - ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია

“საარჩევნო ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს” – ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისია

Published on

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომისიამ დაადგინა, რომ ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებები ისევ უნდა გადააგზავნოს ვენეციის კომისიაში. კერძოდ, მონიტორინგის შეფასებით, მიღებული ცვლილებები სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს.

ქართული ოცნება კი ევროპელ პარტნიორებს ისევ ანტიდასავლური პროპაგანდით უპირისპირდება და ამბობს, რომ არ აპირებს ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს ის პაკეტი, რომლითაც მას ერთპარტიული ცესკოს ფორმირების შესაძლებლობა გაუჩნდა.

საპარლამენტო უმრავლესობა ახლა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცვლილებები მესამე მოსმენით 20 თებერვალს მიიღო. მას მხარი 81 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 6 წავიდა. მიღებული კანონით ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...