მთავარისიახლეებიოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია... მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ! თავისუფლება ლაზარეს!...

ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია… მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ! თავისუფლება ლაზარეს! |მალაშხია

Published on

ნანა მალაშხია, რომლის კადრიც ევროკავშირის დროშით, 2023 წლის მარტის აქციების სიმბოლოდ იქცა, ახალგაზრდებისთვის მიმართვას ავრცელებს. მასშტაბური დემონსტრაციებიდან 1 წლისთავზე, მალაშხია მადლობას უხდის მომავალ თაობას ბრძოლისთვის და მოუწოდებს, იაქტიურონ ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე და მხარდაჭერას უცხადებს ლაზარე გრიგორიადისს:

“მიმართვა ახალგაზრდებს

ჩვენო ძვირფასებო და საამაყოებო,
ჩვენო ახალგაზრდებო,
მადლობას გიხდით მარტში თქვენი ბრძოლისთვის, თქვენი ერთიანობისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნებისთვის. რომ არა თქვენ, ეს გამარჯვება არ დადგებოდა! რომ არა თქვენ, დავადგებოდით ისეთი ავტორიტარიზმისა და დიქტატურის გზას, საიდანაც თავის დახსნა წარმოუდგენლად რთული იქნებოდა.
თქვენ ზუსტად და სწორად შეაფასეთ და შეიგრძენით ეს საფრთხე. საფრთხე, რომელიც თქვენს თავისუფლებასა და მომავალს ემუქრებოდა და ამაზე გქონდათ სრულიად სწორი და ადექვატური პასუხი.
თქვენმა თანმიმდევრულობამ, ბრძოლაში სიჯიუტემ და განსაკუთრებით კი სილაღემ, სრულიად მომნუსხა.
დღესაც ემოციების გარეშე ვერ ვუყურებ თქვენს კადრებს – ლაღები, თავისუფლები, ჭკვიანები, ლამაზები. თქვენია ეს ქვეყანა ! თქვენ უნდა გვატაროთ დამოუკიდებელი, თავისუფალი, ევროპული საქართველოს გზაზე.
ერთი წელი გადის მას მერე, რაც ხელისუფლების პირველმა პირებმა ჯერ ” სატანისტურ ფორმებში გამოწყობილები, ორიენტაცია არეულები” გიწოდათ, მერე კი თქვენი თანატოლი , ლაზარე გრიგორიადისი შეარჩია თავის სასურველ კანდიდატად და დაიჭირა. ერთი წელი გადის, რაც მას ბრალს ვერ უმტკიცებენ და ის დღეს ისევ ციხეშია! მარტის აქციების გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ !
#თავისუფლებალაზარეს !
ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნებია. პოლიტიკურ პროცესებში თქვენი ჩართულობა ისეთივე გადამწყვეტი იქნება, როგორც მარტში. ამ ქვეყანაში უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა და უნდა დავასრულოთ არა მარტო საარჩევნო ყუთებთან მისვლით, არამედ, თუ საჭირო გახდება, ჩვენი ხმების დაცვითაც !
გვახსოვდეს, რომ თითოეული ჩვენი ხმა განსაზღვრავს სად და როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ვიქნებით თუ არა ევროპული ოჯახის წევრი და დავადგებით თუ არა შეუფერხებელი განვითარების გზას.
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი !
შინ ევროპისკენ !” წერს მალაშხია.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...