მთავარისიახლეებისაზოგადოებაიაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

იაგო ხვიჩიას თავს დაესხნენ

Published on

თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე – “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერს, იაგო ხვიჩიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეპუტატი კლინიკაში იყო გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ხვიჩია ამბობს, რომ გუშინ კონფლიქტი ღამის საათებში მოხდა, როცა “გირჩის” ოფისში უცნობი პირი შეიჭრა და პარტიის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, მას კი მოქნეული ხელი მოხვდა.

“ეს ყველაფერი გამოწვეულია ქართული ოცნებისა და საპატრიარქოს ბინძური პროპაგანდით. ადამიანი მოვიდა ოფისში, რომლის ძმაც ჩვენ დავტოვეთ ჯარიდან, თავის დროზე, ბიბლიური თავისუფლების დახმარებით, მერე ეს ძმა წავიდა ამერიკაში. ახლა მეორე ძმამა მამა შალვასა და მისი ძმაკაცების პროპაგანდიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ ჩვენ სატანას ვაზიარეთ მისი ძმა და მოვიდა ოფისში გასატ*აკებლად, თანამშრომლებს აყენებდა შეურაცხყოფას, რომელშიც ჩავერიე, მისი მოქნეული ხელი მომხდა”, – ამბობს ხვიჩია.

ის აცხადებს, რომ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და პოლიციისთვის არ მიუმართავს.

სიახლეები

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით,-ჰერჩინსკი

მტკიცედ ვდგავართ დამოუკიდებელი მედიის გვერდით და მოვუწოდებთ, შეწყდეს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატური...

ნიკა მელიას ბრალი წარუდგინეს – პროკურატურის განცხადებით, პოლიტიკოსს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა- მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის...

“ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსი ტყის საფარისგან სრულად გაწმენდილია” – ნინო ბურჭულაძე

„ მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აგრძელებს დმანისის, ბოლნისის და თეთრიყწაროს მუნიციპალიტეტებში სამთოწარმოების არეალის მიმდებარედ კულტურული...

აქტივისტი ნინო დათაშვილი დააკავეს

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, დააკავეს. შსს-ს მიერ...