მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის შეხვედრის დროს ოდესა დაიბომბა

უკრაინის პრეზიდენტისა და საბერძნეთის პრემიერის შეხვედრის დროს ოდესა დაიბომბა

Published on

რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში იმ დროს მიიტანა, როცა ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერმინისტრი ხვდებოდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირიაკოს მიცოტაკისის შეხვედრის დროს ოდესაში მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა. ბერძნული გამოცემა წერს, რომ სამიზნე, შესაძლოა, ზელენსკის ექსკორტი ყოფილიყო, რომელიც 150 მეტრში იყო იმ ადგილიდან, სადაც საბერძნეთის დელეგაცია იმყოფებოდა.

ერთობლივ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ დაადასტურა, რომ რაკეტის აფეთქება დაინახა, შემდეგ კი განაცხადა, რომ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა და არიან დაჭრილებიც.

საჰაერო განგაშის სიგნალი ოდესაში მოსკოვის დროით 10:40 წუთზე გაისმა, სამი წუთის შემდეგ კი მას მძლავრი აფეთქების ხმა მოჰყვა.

თავად პრეზიდენტ ზელენსკისა და საბერძნეთის პრემიერის ექსკორტებში არავინ დაზიანებულა.

“ჩვენ ვნახეთ ეს დარტყმა გზაში და თქვენ ხედავთ, ვისთან გვაქვს საქმე – მათთვის სულერთია, სად დაარტყამენ. ვიცი, რომ იყო მსხვერპლი, არიან დაჭრილებიც, თუმცა, დეტალები ჯერ არ ვიცი”, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...