მთავარისიახლეებისამართალიშვილის შესაძლო ბრალეულობის გამო, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გადადგა

შვილის შესაძლო ბრალეულობის გამო, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გადადგა

Published on

ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის მუხლით დაწყებული საქმეში უფროსი შვილის, 20 წლის ანი გუდავას შესაძლო ფიგურანტობის გამო აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე თამარ გუდავა გადადგა – მან განცხადება “ფეისბუქით” გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ თუ მისი შვილი დამნაშავეა, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ანი გუდავასთან დაკავშირებული სკანდალი ელისო კილაძემ გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ სწორედ გუდავას მიერ ლოკაციაზე დადებული ნარკოტიკი (სავარაუდოდ, ალფა პვპ (ამფეტამინის ჯგუფი, რომელსაც სხვაგვარად “მკვლელ ნარკოტიკსაც” უწოდებენ)) მოიხმარეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში ახალგაზრდებმა, რასაც ერთი, 19 წლის ბიჭის არჩილ ბარგამელიძის სიცოცხლე შეეწირა, რაც, სავარაუდოოდ, ზედოზირებით იყო გამოწვეული. 
ელისო კილაძემ ანი გუდავას ვიდეო თავად გაავრცელა, ამბავი აღწერა და დასძინა, რომ გუდფავას სახლში, ჩხრეკის დროს, დამატებით 300 გრ-მდე ნარკოტიკული ნივთიერება ამოუღეს. 
თამარ გუდავას სტატუსი:
“მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რაუბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან. – წერს თამარ გუდავა აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე.
ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ანი გუდავას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 14 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...