მთავარისიახლეებისაქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი დანიგანი

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი დანიგანი

Published on

“დემოკრატია არ დგება შემთხვევით, ის მოითხოვს მუდმივ ძალისხმევასა და წვლილის შეტანას ყოველი ახალი თაობის მიერ, თითოეული ჩვენგანის მიერ. დემოკრატია ნიშნავს ტოლერანტობას, კომპრომისებს და ასევე ნიშნავს, რომ ინსტიტუტებმა უნდა გააგრძელონ მუშაობა, უნდა გაუმჯობესდნენ და უფრო მეტად ანგარიშვალდებულები გახდნენ ხალხის მიმართ, რომელსაც ემსახურებიან.

ახლა მინდა შევეხო შედარებით ახალგაზრდა და ენერგიულ დემოკრატიას – საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ ის მეგობრობა და პარტნიორობა, რომელიც ამერიკელებსა და ქართველებს აკავშირებთ ერთმანეთთან, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ღირებულებაზე – თავისუფლებაზე, რომელიც ასევე წარმოადგენს დემოკრატიის მთავარ ელემენტს. ჩემი, როგორც შეერთებული შტატების ელჩის უმთავრესი მოვალეობა არის ამ მეგობრობის გაღრმავება და დახმარების გაწევა საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია და ეს გამოიხატა ევროკავშირის მიერ მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაში. მე მჯერა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია. საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია, მაგრამ იქამდე მისასვლელად კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. საზოგადოების ყველა სეგმენტმა უნდა მიიღოს ამაში მონაწილეობა, რომ ქვეყანამ თავის მთავარ მიზანს მიაღწიოს. მე ღრმად მწამს, რომ საქართველოს ამას შეძლებს და ეს მალე მოხდება და მე ვიცი, რომ აშშ იქნება საქართველოს ყველაზე ძლიერი პარტნიორი ამ გზაზე”.

ამბობს საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...