მთავარისიახლეებისაზოგადოებააუცილებელია, არჩევნები იყოს დამოუკიდებელი! - კენეტ ვოლაკი

აუცილებელია, არჩევნები იყოს დამოუკიდებელი! – კენეტ ვოლაკი

Published on

არჩევნები, დემოკრატია და მართლმსაჯულება – ეს იმ თემათა ჩამონათვალია, რომელზეც რონდელის უსაფრთხოების კონფერენციაზე, თბილისში ჩამოსულმა მსოფლიო ლიდერებმა და ექსპერტებმა იმსჯელეს.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთს ჰქონდეს მცდელობა, ჩაერიოს საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა იმისათვის, რომ კრემლმა გარკვეული ზეგავლენა არ მოახდინოს, საჭიროა, ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გარკვეული ნაბიჯები გადადგას.

დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელმა, კენეტ ვოლაკიმ ყურადღება დაუთმო საქართველოში გასმართ არჩევნებს იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაივლის.

არ ვიცი, რა მოლოდინები უნდა მქონდეს. ვიმედოვნებ, რომ ეს არჩევნები ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს. არჩევნების პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ბევრ სადამკვირვებლო მისიაში მიმიღია მონაწილეობა და აქამდე არჩევნებში იყო რამდენიმე გამოწვევა, რომლებიც იმედი მაქვს, ახლა არ განმეორდება. აუცილებელია, არჩევნები იყოს დამოუკიდებელი. აქამდე გვინახავს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება ხელისუფლების მიერ და ასევე ზეწოლაც. ვიმედოვნებ, რომ ეს აღარ განმეორდება და ხელისუფლებაც და პოლიტიკური პარტიებიც აჩვენებს პროგრესს”, – ამბობს კენეტ ვოლაკი.

სიახლეები

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....

საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტში დღეს დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება - წინასწარ ცნობილი დღის წესრიგის მიხედვით, ევროპარლამენტარები კენჭს...