მთავარისიახლეებინიკა მელიას ახალი პარტია - გუნდში ადასტურებენ, რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით...

ნიკა მელიას ახალი პარტია – გუნდში ადასტურებენ, რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია

Published on

ნიკა მელია არჩევნებზე 4 ნომრით იასპარეზებს. თუმცა, დიდი ალბათობით, დამოუკიდებლად არა. მის გუნდში ადასტურებენ რომ ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და რეალურია პერსპექტივაც დიდი პოლიტიკური ერთობის ჩამოსაყალიბებლად.

რამდენიმე დღეში ნიკა მელიას პარტიის წევრები ყველა დეტალის გასაჯაროებას აანონსებენ და ამბობენ, რომ ცნობილი იქნება ახალი ერთობის სახელიც და გუნდის შემადგენლობაც.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოლაპარაკება მიმდინარეობდა იმ პარტიებთან, ვისაც უკვე მინიჭებული აქვთ ნომერი, მაგრამ დარწმუნებით არ აპირებენ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას. ჩვენთვის იდენტიფიცირება , როგორიც არის ნომერი, სახელი, იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ 2024 წლის არჩევნებში როგორც ახალი პარტია პირველად წარვდგებით. შესაბამისად, გვჭირდება რაღაც დრო, რომ მოსახლეობამ აღგვიქვას როგორც პარტია… მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელიც პროცესშია და შეიძლება ითქვას, რომ დასკვნით ფაზაშია, მაგრამ რა, როგორ, რა ფორმაციით, იქნება თუ არა ეს ერთობა, თუ იქნება როგორი იქნება, ამას მოსახლეობა გაიგებს მომავალ კვირას. ცალსახად ვგულისხმობთ მოლაპარაკებებს ნიკა გვარამიასთან და ადამიანებთან, რომლებსაც სურთ , რომ 2024 წლის არჩევნებში ითამაშონ გადამწყვეტი როლი” ამბობს ნიკა მელიას გუნდის წევრი, ანა გოგოლაძე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...