მთავარისიახლეებივერ დავუშვებთ, რომ ევროპაში "რუხი ზონები" ისევ არსებობდეს - ბერბოკი

ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” ისევ არსებობდეს – ბერბოკი

Published on

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები მტკიცე მხარდაჭერას იმსახურებენ და გერმანია მათ დაეხმარება.

ბერბოკის თქმით, ევროპაში “რუხი ზონები” აღარ უნდა დარჩეს, რადგან რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა EU-სთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ვერ დავუშვებთ, რომ ევროპაში “რუხი ზონები” კვლავ არსებობდეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა ჩავკეტოთ ფლანგები, რომელთა გამოყენებაც რუსეთს საკუთარი დესტაბილიზაციური, დეზინფორმაციული და შეღწევის პოლიტიკისთვის შეუძლია. ეს მოიცავს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მხარდაჭერას მათი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში, მათი მდგრადობის გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პერსპექტივების შეთავაზებაში…

რუსეთის სასტიკი იმპერიალიზმის წინაშე, გეოპოლიტიკურ აუცილებლობად იქცა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფოს მხარდასაჭერად. ამასთან, ევროკავშირსაც აქვს საერთო ამოცანა, მოვემზადოთ მომავლისთვის, ვიდრე ევროპულ მაგიდას ახალ სკამებს ვამატებთ,” – თქვა ბერბოკმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...