მთავარისიახლეებიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს

Published on

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისმა კვირას განაცხადა, რომ ღაზის სექტორში საჭიროა მეტი ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს და გაიმეორა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მისი თქმით, რეგიონში ხალხი შიმშილობს არაჰუმანური პირობების გამო. მან მოუწოდა ისრაელს, მეტი გააკეთოს.

“ისრაელის მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს, რათა მნიშვნელოვნად გაზარდოს დახმარების ნაკადი. არანაირი საბაბი”, – თქვა მან.

ორშაბათს, ვიცე-პრეზიდენტი სავარაუდოდ შეხვდება ისრაელის ომის კაბინეტის მთავარ წევრს, ბენი განცს, ვაშინგტონში. ჰარისმა თქვა, რომ ღაზის სექტორში ოჯახები იკვებებიან ფოთლებით და ცოხველების საკვებით, ქალები მშობიარობენ მცირე სამედიცინო დახმარებით ან საერთოდ მის გარეშე, ხოლო ბავშვები იღუპებიან არასრულფასოვანი კვებისა და დეჰიდრატაციის გამო.

“ჩვენი გული გვწყდება ამ საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთა გამო და ღაზის ყველა უდანაშაულო ადამიანის გამო, რომლებიც განიცდიან აშკარად ჰუმანიტარულ კატასტროფას. ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია”, – თქვა ჰარისმა.

ჰარისმა ასევე გაიმეორა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მოწოდებები ექვსკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...