მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ენმ-ს კლონები და წარუმატებლად დასრულდა - სააკაშვილის...

რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ენმ-ს კლონები და წარუმატებლად დასრულდა – სააკაშვილის მიმართვა

Published on

რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო “ნაციონალური მოძრაობის” კლონები და წარუმატებლად დასრულდა – ასეთ რჩევას აძლევს მიხეილ სააკაშვილი საკნადქცეული პალატიდან მის ყოფილ თანაგუნდელს, თანაპარტიელებს, მეგობრებს ურჩევს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გავრცელებულ წერილში წერს, რომ სიცოცხლე გარისკა და თავისუფლება იმისათვის, რომ საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან გაათავისუფლოს და ამისთვის ბოლომდე ბრძოლას აანონსებს.

მე ჩამოვედი საქართველოში, გავრისკე სიცოცხლე, ჯანმრთელობა და თავისუფლება, იმიტომ რომ გამეთავისუფლებინა საქართველო კლანებისაგან, სიღარიბისგან მასობრივი ემიგრაციის და უპერსპექტივობისგან. მე ყველაფერი მქონდა, კომფორტული, დაცული ცხოვრება, თანამდებობა, პატივისცემა, მაგრამ ვერასდროს ვაპატიებდი ჩემს თავს შორიდან წყნარად მეყურებინა ჩემი ქვეყნის განადგურებისათვის.
2024 წელს ქართველი ხალხი აკეთებს არჩევანს, არის სრულფასოვანი, ერთიანი ერი, რომელიც საკუთარ მიწაზე ცხოვრობს ღირსეულად, შრომობს ღირსეულად და აქვს მომავლის იმედი – თუ ირჩევს გაუცხოების, სიღარიბის, უპერსპექტივობის და საკუთარი ქვეყნიდან ემიგრაციის გზას.
ქართველი ხალხი აუცილებლად გააკეთებს სწორ არჩევანს !
2024 წელს, ცვლილებებისთვის ბრძოლაში ნაციონალური მოძრაობა გააკეთებს ყველაზე მეტს, იბრძოლებს ყველაზე უფრო მძაფრად, მოიპოვებს ყველაზე მეტი ადამიანის მხარდაჭერას და შეასრულებს გადამწყვეტ როლს ქვეყნის ევროპეიზაციაში – რაც ნიშნავს ღირსეულ დასაქმებას, მაღალ შემოსავლებს, საუკეთესო განათლებას, უზრუნველ სიბერეს, მომავლის პერსპექტივას – აქ, საქართველოს მიწაზე.
თუ ვინმეს სურს ჩემთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, იმუშაოს – ჩვენი კარი ღიაა, მათ შორის პარტიული ბორდის დონეზე.
მე დარწმუნებული ვარ ყველა ჩემი მხარდამჭერი გააკეთებს ერთადერთ სწორ არჩევანს, წავა არჩევნებზე, შემოხაზავს 5 ნომერს და ამით გარანტირებულად ხმას მიცემს ცვლილებებს.
მე თამაშებს არ ვთამაშობ, მე ვიბრძვი და გავრისკე სიცოცხლე და თავისუფლება იმისათვის რომ გავათავისუფლო საქართველო კლანებისგან მოვლენილი უპერსპექტივობის და სიღარიბისგან.
არავის კრიტიკას ვაპირებ, მითუმეტეს რომ ჩემს მეგობრებზეა საუბარი და მათ მოტივაციაში ეჭვი არ შემაქვს. ერთადერთი შემიძლია მათ მივცე რჩევა თუ გაითვალისწინებენ, ბოლო რამდენიმე არჩევნებზე იყო მცდელობა შექმნილიყო ნაციონალური მოძრაობის კლონები და ყოველთვის წარუმატებლად დასრულდა. საჭიროა გაანალიზონ თუ რატომ მოხდა ასე. ამჯერად, როცა მე საქართველოში ვარ, თუნდაც ციხეში, მითუმეტეს ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის და მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩვენს გუნდთან ერთად რომელიც ახლა საბოლოო გაფართოების და კრისტალიზაციის პროცესშია.
საქართველოს საუკეთესო დღეები წინ არის.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...