მთავარისიახლეებიღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნის...

ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მხრიდან ცეცხლის გახსნის გამო – ისინი ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდებოდნენ

Published on

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ღაზაში, ისრაელის ჯარების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, როდესაც პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები იკრიბებოდნენ სასურსათო დახმარების სატვირთო მანქნებთან.

CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს დაღუპულთა რაოდენობას.

თვითმხილველების თქმით, ხალხი ახლად ჩამოსული დახმარების მანქანების გარშემო ტრიალებდა, როცა ისრაელის ძალება სროლა დაიწყეს. თვითმხილველმა CNN-ს განუცხადა, რომ როდესაც დახმარების სატვირთო მანქანები ცდილობდნენ ტერიტორიიდან გაქცევს, შემთხვევით შეჯახების შემთხვევბიც იყო, რის გამოც დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდ.

ღაზის სექტორში ადგილობრივი ჟურნალისტი, ხადერ ალ ზაანუნი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეესწრო ინციდენტს თქვა, რომ ქაოსი და დაბნეულება, რამაც მანქანების შეჯახება გამოიწვია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრალემა ცეცხლი გახსნა.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ IDF-ის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიუახლოვდნენ ჯარებს და მათ საფრთხეს უქმნიდნენ “რომლებმაც მუქარას ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხეს. ინციდენტი განხილვის პროცესშია”.

“ჰამასის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარმა ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას.

სიახლეები

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო

2-დღიანი ძებნის შემდეგ, იპოვეს დედის ცხედარი, რომელიც შვილთან ერთად მდინარე ხობისწყალში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, გუშინ,...

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო – მიხეილ სააკაშვილი

ჩვენ გადავარჩინეთ საქართველო, დავიცავით ღირსება და თავისუფლება, რუსეთმა კი ომის ვერც ერთ სტრატეგიულ მიზანს...

7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის მძიმე შედეგების კიდევ ერთი შეხსენებაა – საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის განცხადება

“საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი განცხადება 7 აგვისტო რუსული იმპერიალიზმის...

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 18-წლისთავს ეხმაურება. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული...