100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ ღაზაში, ისრაელის ჯარების მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად, როდესაც პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები იკრიბებოდნენ სასურსათო დახმარების სატვირთო მანქნებთან.
CNN წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს დაღუპულთა რაოდენობას.
თვითმხილველების თქმით, ხალხი ახლად ჩამოსული დახმარების მანქანების გარშემო ტრიალებდა, როცა ისრაელის ძალება სროლა დაიწყეს. თვითმხილველმა CNN-ს განუცხადა, რომ როდესაც დახმარების სატვირთო მანქანები ცდილობდნენ ტერიტორიიდან გაქცევს, შემთხვევით შეჯახების შემთხვევბიც იყო, რის გამოც დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდ.
ღაზის სექტორში ადგილობრივი ჟურნალისტი, ხადერ ალ ზაანუნი, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და შეესწრო ინციდენტს თქვა, რომ ქაოსი და დაბნეულება, რამაც მანქანების შეჯახება გამოიწვია მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც ისრალემა ცეცხლი გახსნა.
ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა CNN-ს, რომ IDF-ის ჯარებმა ცეცხლი გახსნეს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მიუახლოვდნენ ჯარებს და მათ საფრთხეს უქმნიდნენ “რომლებმაც მუქარას ცეცხლსასროლი იარაღით უპასუხეს. ინციდენტი განხილვის პროცესშია”.
“ჰამასის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომხდარმა ინციდენტმა შეიძლება გამოიწვიოს მიმდინარე მოლაპარაკებების ჩაშლა, რომელიც მიზნად ისახავს მძევლების გათავისუფლებას და ცეცხლის შეწყვეტას.