მთავარისიახლეებიმსოფლიოZSU-მ ოკუპანტთა თავშეყრის ადგილი დაბომბა, მინიმუმ, 18 რუსი სამხედრო დაიღუპა

ZSU-მ ოკუპანტთა თავშეყრის ადგილი დაბომბა, მინიმუმ, 18 რუსი სამხედრო დაიღუპა

Published on

ორი კვირის განმალობაში უკვე მესამედ, უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინება ოკუპანტთა თაშეყრის ადგილის დაბომბის შესახებ. ამ ჯერზე, გავრცელებული ინფორმაციით, მინინმუმ 19 რუსი სამხედროა დაღუპული. 

ამჯერად სარაკეტო იერიში მიტანილია დონეცკის ოლქის ოლნოვახის რაიონის დასახლება ოლენოვკაზე. გენშტაბი იტყობინება, რომ 19 ადამიანი, მათ შორის შენაერთის მეთაურის მოადგილე დაიღუპა, კიდევ 12 ოკუპანტი სამხედრო კი, მეთაურის ჩათვლით – დაიჭრა. 

თავდაპირველად ინფორმაცია სარაკეტო დარტყმის სესახებ Z-ბლოგერებმა გაავრცელეს. ერთერთი ასეთი ბლოგერის ინფორმაციით, დარტყმის ობიექტი გახდა ვლადვოსტოკში დისლოცირებული 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის პირადი შემადგენლობა. 

ათი დღის განმალობაში ეს მესამე მსგავსი შეტევაა. 20 თებერვალს უკრაინელებმა HIMARS დაარტყეს ასევე ვოლნოვახის რაიონში, სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონს, როცა იქ ამიერბაიკალის მოტომსროლელთა მოწყობა ტარდებოდა. იმ დროს არანაკლებ 68 ადამიანი დაიღუპა. 

22 თებერვალს კი შეტევის ობიექტი გახდა ხერსონის ოლქის დასახლება პოდო-კალინოვკაში მდებარე პოლიგონი. “სამხრეთის” დაჯგუფების პრესსპიკერმა ნატალია გუმენიუკმა მაშინ განაცხადა, რომ 60 ოკუპანტი დაიღუპა. 

სიახლეები

რუსული შეტევა სუმის მიმართულებით მთლიანად ჩაშლილია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სუმის...

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომას პაატა ბურჭულაძეც ესწრებოდა

ენმ-ის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მოძრაობა "რუსთაველის გამზირის" დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ლევან...

არასაპატიმრო გირაო 2.000 ლარი – მეგი დიასამიძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ მეგი დიასამიძეს, რომელსაც თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან,...

მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშება დაიწყო, საპრიზო ფონდია 650 000 ლარი

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას და მსოფლიოში საუკეთესო ციფრულ ბანკში ახალი შესაძლებლობების განვითარებას განაგრძობს. ამ...