მთავარისიახლეებინავალნის დაკრძალვაზე მისვლის შემთხვევაში, რუსეთში სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

ნავალნის დაკრძალვაზე მისვლის შემთხვევაში, რუსეთში სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან

Published on

რუსეთში, ალექსეი ნავალნის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის შემთხვევაში, სტუდენტებს გარიცხვით ემუქრებიან – ინფორმაცია Telegram არხებით ვრცელდება. შეტყობინებაში სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 29 თებერვალს და პირველ მარტს “ფრთხილად იყვნენ” და მოერიდონ ნებისმიერ აქციასა თუ შეკრებას.

ალექსეი ნავალნის პარასკევს მოსკოვში დაკრძალავენ. ნავალნის ცოლი, იულია ნავალნაია არ გამორიცხავს, რომ ხვალ რუსი ოპოზიციონერის გამოსამშვიდობებლად მისული მოქალაქეები დააკავონ კიდეც.

შეგახსენებთ, რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, გარდაიცვალა. მისი ცხედარი დედას მხოლოდ 24 თებერვალს, ულტიმატუმების წაყენების შემდეგ გადასცეს.

სიახლეები

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...

მერცი, მაკრონი, სტარმერი და ტუსკი კიევში ჩავიდნენ

გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი...

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...