მთავარისიახლეებირუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში, საარჩევნო სისტემას-დანიგანი

რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში, საარჩევნო სისტემას-დანიგანი

Published on

საქართველოში ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი ამბობს, რომ ქვეყანაში არჩევნები გამჭვირვალედ და სამართლიანად უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, რუსეთი შეეცდება, დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას.

“მე არ მჯერა, რომ რუსეთი შეიძლება იყოს პოზიტიური ცვლილებისა და გავლენის წყარო ამ ქვეყანაში ან სხვა რომელიმე დემოკრატიულ სახელმწიფოში. რუსეთი შეეცდება დაემუქროს დემოკრატიული სისტემისადმი რწმენას ქართულ საზოგადოებაში და დაემუქროს საარჩევნო სისტემას. ამერიკის შეერთებული შტატები ერთგულია იმ იდეისა, რომ იმუშაოს საქართველოს მთავრობასთან, საარჩევნო სისტემასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ პარტიებთამ, რათა ეს არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, რომ არ არსებობს ჩარევა უცხოური ქვეყნებიდან, რათა ქართველებმა, რომლებიც არჩევნებზე წავლენ, იცოდნენ, რომ მათი ხმა მნიშვნელოვანია, მათი ხმა დაცულია და დათვლილია. ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა ეს სწორედ ასე იყოს”, – თქვა დანიგანმა.

ამერიკის ელჩმა არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით ისაუბრა პარლამენტშიც, საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე. შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ აუციელებლია პარტნიორობის გასაღრმავებლად აშშ-მ კონკრეტული ნაბიჯები გადადას. მისი თქმით, მმართველი გუნდის სურვილია ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა, პირდაპირ ფრენები იყოს, რისთვისაც, ყველაფერს აკეთებენ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...