მთავარისიახლეებიაშშ-ის სახ.დეპარტამენტი: უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

აშშ-ის სახ.დეპარტამენტი: უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა

Published on

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა, რადგან უკრაინელ სამხედროებს არ აქვთ საკმარისი საბრძოლო მასალა.

“სიტუაცია ახლა უკიდურესად მძიმეა. ჩვენ ვნახეთ უკრაინის ფრონტის ჯარები, რომლებსაც არ გააჩნიათ რუსული აგრესიის მოსაგერიებლად საჭირო საბრძოლო მასალა. ისინი კვლავ გაბედულად, მამაცურად იბრძვიან. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ მათ ახლა უწევთ მისი რაციონირება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ იმოქმედა”, – თქვა მილერმა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში, ელიან, რომ უკრაინული ძალები გააგრძელებენ გაბედულ ბრძოლას და მიაღწევენ წინსვლას, მაგრამ ეს მათთვის უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საბრძოლო მასალაზე.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...