მთავარისიახლეები2023 წელს საქართველოდან EU-ში თავშესაფარი 25 209 პირმა მოითხოვა

2023 წელს საქართველოდან EU-ში თავშესაფარი 25 209 პირმა მოითხოვა

Published on

ევროკავშირის თავშესაფრის მაძიებელთა საკითხებზე მომუშავე სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ევროკავშირში თავშესაფარი 1,14-მა მილიონმა ადამიანმა მოითხოვა, რაც წინა წელთან შედარებით 18%-ით მაღალია და ბოლო 7 წლის რეკორდია.

ყველაზე მეტი განაცხადი სირიიდან და ავღანეთიდანაა, წლის ბოლოს კი ზრდა დაფიქსირდა პალესტინიდან. თავშესაფრის მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება თურქეთის მოქალაქეების მხრიდანაც.

რაც შეეხება საქართველოს. სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირში თავშესაფრის მოთხოვნით სულ 25 209 განაცხადი შეავსეს, რაც შარშანდელთან შედარებით 12%-ით ნაკლებია.

ყველაზე მეტი განაცხადი საქართველოს მოქალაქეებმა გერმანიაში შეავსეს – 9 194; შემდეგ მოდის საფრანგეთი – 7210 განაცხადი; შემდეგ იტალია – 3015 განაცხადით და სხვა ქვეყნები ერთად 5 700 განაცხადი.

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...