მთავარისიახლეებისაზოგადოებაNATO არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში - სტოლტენბერგი

NATO არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში – სტოლტენბერგი

Published on

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში- ამის შესახებ მან სააგენტო Associated Press-ს განუცხადა.

“ნატოს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. ჩვენ ამას ვაკეთებთ 2014 წლიდან და გავაძლიერეთ მხარდაჭერა სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. მაგრამ არ არსებობს გეგმები ნატოს საბრძოლო ჯარების უკრაინაში გაგზავნაზე”, – თქვა მან.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა მომავალში გამორიცხული არაა. ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება პარიზში, 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

პოლონეთის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მოკავშირეებმა ამ თემაზე იმსჯელეს, თუმცა კონსენსუსს ვერ მაღწიეს.

გარდა ამისა, მაკრონის განცხადებას უკვე მოჰყვა მუქარა კრემლიდან. პუტინის პრესსპიკერმა პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში ევროპელი სამხედროების გაგზავნით NATO-სთან ომი გარდაუვალი გახდება

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...