მთავარისიახლეებისაზოგადოებაკულება უკრაინელებს მოუწოდებს დაბრუნდნენ სამშობლოში და მის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ

კულება უკრაინელებს მოუწოდებს დაბრუნდნენ სამშობლოში და მის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ

Published on

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მოუწოდა უკრაინელებს, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ, დაბრუნდნენ სამშობლოში და მის დაცვაში წვლილი შეიტანონ.

“ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ არჩევანს, მაგრამ ასევე მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, ვინც ქვეყანა დატოვა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ, განიხილონ სახლში დაბრუნება.

ჩვენ გვესმის, რომ ზოგიერთ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ეს არჩევანი ჯანმრთელობის ან სხვა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ ჩვენ ვიწვევთ მათ, ვისაც არჩევანი აქვს, დაბრუნდნენ და დაეხმარონ უკრაინას ბრძოლაში და გადარჩენაში მათი პირდაპირი პირადი წვლილით”, – თქვა კულებამ.

დაახლოებით ექვს მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მათი უმეტესობა ევროკავშირის ქვეყნებში გადავიდა.

სიახლეები

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა

ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას სულ მცირე 12 000 ადამიანი დაიღუპა. მსხვერპლთა უმეტესობა 30 წლამდე...

ამ რეჟიმის ბოლო დღეების მომსწრეები ვართ-მერცი ირანზე

თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალადობით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. ვფიქრობ, რომ ამ...

ნარკოტიკებს ბუშტებში ახვევდნენ და სასაფლაოზე დებდნენ – იმერეთში 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა...

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 27 უცხოელი გააძევა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს. "მიგრაციის დეპარტამენტის...