მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს- მაკრონი

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს- მაკრონი

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ სამომავლოდ უკრაინაში სახმელეთო ჯარები გაიგზავნოს. ამის შესახებ მან პარიზში, მის მიერ მოწვეული 20 ევროპელი ლიდერის შეხვედრის შემდეგ გნაცხადა. მისი თქმით, საკითხზე ამ ეტაპზე არ არსებობს კონსენსუსი.

“არ არსებობს კონსენსუსი რაიმე სახმელეთო ჯარების ოფიციალურად მხარდაჭერის შესახებ. ასე რომ, არაფერი არ უნდა იყოს გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს”, – თქვა მან.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი ღია დისკუსია გაიმართა სახელმწიფოებს შორის, რომლებიც ერთობლივად განიხილავენ ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას უკრაინის მხარდასაჭერად.

შეხვედრის მონაწილეებს შორის იყვნენ გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პოლონეთის პრეზიდენტი და ჰოლანდიის პრემიერმინისტრი. აშშ-დან და კანადიდან შედარებით უმცროსი ოფიციალური პირები.

საფრანგეთის პრეზიდენტმა დააანონსა ახალი კოალიცია, რომელიც იმუშავებს უკრაინისთვის საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.

საფრანგეთი და უკრაინის სხვა მოკავშირეები “შექმნიან კოალიციას ღრმა დარტყმებისთვის და, შესაბამისად, საშუალო და შორი მანძილის რაკეტებისთვის და ბომბებისთვის”, – თქვა მაკრონმა პრესკონფერენციაზე, იტყობინება Le Monde.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...