გარდაიცვალა ჟურნალისტი და ეთნოგრაფი, პოეტ ალიო ქობალიას შვილი, ნონა ქობალია

0
248

გარდაიცვალა ჟურნალისტი და ეთნოგრაფი, პოეტისა და მეგრული ლექსიკონის მკვლევარის ალიო ქობალიას შვილი – ნონა ქობალია. ის იყო ავტორი წიგნისა “მთვარის მოზაიკა”, სადაც წარმოდგენილია მრავალი წლის განმავლობაში მოძიებული მნიშვნელოვანი ნარკვევები. ნაწარმოები შეიცავს მრავალფეროვან მასალას მეგრელთა წეს-ჩვეულებებზე, რწმენა-წარმოდგენებზე, მითოლოგიურ და ეთნოგრაფიულ ასპექტებზე.
ნონა ქობალია ალიო ქობალიას ქართულ-მეგრული ლექსიკონის ერთ-ერთი რედაქტორი იყო, ლექსიკონი ქართულ-მეგრული ლექსიკონის გამოცემის პირველი ცდაა. შექმნილია 2010 წელს „არტანუჯის“ მიერ გამოცემული ალიო ქობალიას „მეგრული ლექსიკონის“ ბაზაზე.
“დღეს საქართველომ უნიჭიერესი და უსპეტაკესი ადამიანი დაკარგა. ქალბატონი ნონა ქობალია გახლდათ საოცრად დახვეწილი ინტელექტუალი, თავის ქვეყანაზე, კუთხეზე უზომოდ შეყვარებული პიროვნება.სხვაგვარად არც იქნებოდა, ის ხომ დიდი ალიო ქობალიას ქალიშვილი გახლდათ. ნონა ქობალია იყო შესანიშნავი ეთნოლოგი და ჟურნალისტი. ფაქტობრივად მის მხრებზე გადაიარა შევარდნაძის დროს გამომავალმა ოპოზიციურმა გაზეთმა ,, აღდგომამ”. არ შეპუებია დრაკონულ რეჟიმს და ბოლომდე უერთგულა საკუთარი ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტსა და მთავრობას. ნაკლებად ვინმე მეგულება, მისებრ ღრმად ჩახედული კოლხურ მითოსსა და მისტერიებში. ქალბატონმა ნონამ თავისი ,,დიდი მამის” ლექსების წიგნის გამოცემა ჩემი წინასიტყვაობით ისურვა. ეს ჩემდამი მისგან დიდი ნდობისა და პატივისცემის დადასტურება იყო. უდიდესი დანაკლისია ამ ღირსეული პიროვნების ჩვენგან
ასე უდროო წასვლა. განსაკუთრებით, მისი საყვარელი სამეგრელოსთვის. ჩხონაფა თქვან ოსურპატონ ნონა, დო ჩე სინთე, თქვან ირიათონ ოლჷ შარას.””- წერს პოეტი ზაალ ჯალაღანია.

ნონა ქობალია იყო აფხაზეთიდან (ოჩამჩირე),   ეროვნული მოძრაობის ღირსეული წარმომადგენელი, გაზეთ ”აღდგომის” სარედაქციო კოლეგიის წევრი

ნონა ქობალიას მოღვაწეობის ბოლო წლები ტელერადიო კომპანია “ოდიშს” უკავშირდება, სადაც ის ვებ-გვერდ “ოდიშინიუსის” ერთ-ერთი რედაქტორი იყო.

ტელერადიო კომპანია “ოდიში” მწუხარებას გამოთქვამს ნონა ქობალიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს.

წინა სტატია„თბილისს დამშვიდებით ეძინა, მას ჯერ არ გაეგო თავისი სიკვდილი…“ – 25 თებერვალი საქართველოში
შემდეგი სტატიარუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 2 ადამიანი
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური