მთავარისიახლეებისაზოგადოებაწალენჯიხაში კლინიკაში 45 წლის მამაკაცი დაიღუპა

წალენჯიხაში კლინიკაში 45 წლის მამაკაცი დაიღუპა

Published on

წალენჯიხაში, კლინიკაში 45 წლის კაცი დაიღუპა. ოჯახი ამბობს, რომ კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტი საღამოს 10 საათზე მიიყვანეს, ამ მომენტიდან ექიმებიც და ოჯახიც ითხოვდა რეანიმობილის გაგზავნას, რადგან წალენჯიხის კლინიკას რეანიმაციული განყოფილება არ აქვს, შესაბამისად, არ ჰყავთ რეანიმატოლოგი.

რეანიმობილს ადგილზე ღამის სამის ნახევრამდე ელოდებოდნენ, საქმეში ჩართული იყო მერიაც. მერის მოადგილე, თამარ ბელქანია კიდევ ერთხელ ითხოვს რეგიონს რეანიმობილი გადაეცეს – “დაანებეთ თავი ჯანდაცვის პოლიტიზებას – ყველა ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება!” – დაწერა მან.

როცა ადგილზე რეანიმობილი ჩავიდა, პაციენტს გული გაჩერებული ჰქონდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი თქვა. კაცი ასაკოვან მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მისი ცოლი ემიგრაციაშია წასული.

ოჯახი ამბობს, რომ ჯანდაცვის ცხელ ხაზზე იღებდნენ პასუხს, რომ რეანიმობილი გზაში იყო და საკითხს მოიკვლევდნენ. მათივე თქმით, კაცი ზუგდიდის ან რუხის კლინიკაში დროულად რომ გადაეყვანათ, ექიმები მის გადარჩენას შეძლებდნენ.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...