მთავარისიახლეებიკობახიძე უკრაინაზე: ზუსტად, თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას

კობახიძე უკრაინაზე: ზუსტად, თუ როგორ დასრულდება ომი, ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას

Published on

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ის შედეგები, რომელიც მოიტანა ომმა, რუსეთის სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ, განსაკუთრებით მძიმეა შედეგები პირველ რიგში რა თქმა უნდა, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის. ძალიან რთული ვითარებაა დღეს უკრაინაში, დღეს რუსეთს აქვს ორნახევარჯერ მეტი ტერიტორია ოკუპირებული უკრაინის მიწაზე ვიდრე ჰქონდა ომის დაწყებამდე, არის უამრავი ლტოლვილი და დევნილი, მოსახლეობის მეოთხედი დაახლოებით, 40 მილიონიდან დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი არის ქცეული ლტოლვილად ან დევნილად, განადგურებულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკური კუთხით აქვს უმძიმესი პრობლემები უკრაინას, 2022 წელს 30%-ით შემცირდა უკრაინის ეკონომიკა, მსხვერპლი არის ძალიან დიდი ეს არის უმძიმესი ვითარება, რომელიც არის უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს. […]

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომი დასრულდება, უკრაინას ვუსურვებთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი მეგობარი ხალხის მიმართ. [როგორ ფიქრობთ უკრაინა გაიმარჯვებს?] სამწუხარო რეალობა ეს რის რომ ამ საკითხზე უჭირთ საუბარი ჩვენ პარტნიორებსაც, ჩვენ გვქონდა მათ შორის ამ თემაზე საუბარი ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, პარტნიორებთან ბრიუსელში, ზოგადად და ზუსტად, თუ როგორ დასრულდება ომი ამაზე საუბარი დღეს უჭირს ყველას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ ვუსურვებთ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელ ხალხს, დანარჩენი ვნახოთ, როგორ წარიმართება პროცესები”.

თქვა პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...